ექსკურსია რაჭაში - დეპუტატის საჩუქარი წარმატებული ხარაგაულელი და ბაღდათელი მოსწავლეებისათვის

რამდენიმე დღის წინ, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ექსკურსიაზე გაემგზავრა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ ექსკურსიით დაჯილდოებული, ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018-ის“ საუკეთესო ათეულში გასული, როკითისა და ბაზალეთის სკოლები. ექსკურსიის მიზანი მეზობელი მუნიციპალიტეტის სკოლების დამეგობრება და ურთიერთთანამშრომლობა იყო. 

ექსკურსიაზე მათთან ერთად იმყოფებოდნენ ეტალონის კონკურსის წარმატებული მოსწავლეები ორივე მუნიციპალიტეტიდან. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ჟანა ნემსაძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ნიცა ქვლივიძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი. 

მოსწავლეებმა მოინახულეს ნაქერალას მთა, შაორის წყალსაცავი, ნიკორწმინდასა და ბარაკონის ტაძრები, მინდაციხე და საყინულეს მღვიმე. თითოეული მოსანახულებელი ობიექტის შესახებ მოისმინეს ინფორმაცა. ბარაკონის მონასტრის ეზოში მათ გაიცვნეს ადგილობრივი მოსახლე, რომელმაც ლეგენდები მოუყვა სოფელ წესსა და მინდაციხეს შესახებ. 

ექსკურსიამ პროექტის მონაწილე ბავშვები უფრო მეტად დაახლოვა, დაამეგობრა. შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვებმ აპოეზიის საღამო გამართეს, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ორი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ლექსების თქმაში. დღე იყო შთაბეჭდილებებით დატვირთული. ბაღადთი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარი მდგრადი განვითარების მეჩვიდმეტე მიზნიდან გამომდინარეობდა. მიზანი 17: პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. 

ბაზალეთისა და როკითის სკოლის ეკო კლუბები მრავალ ერთობლივ ღონისძიებას განახორციელებენ მდგრადი განვითარების მისაღწევად. ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება.