9 ნოემბერს თბილისის გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ეკოკლუბ "მწვანე ფარის" წევრების თხოვნით, გურამ დევდარიანის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლას ეწვივნენ არასამთავრობო ორგანიზაციის CENN-ის წარმომადგენლები.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეები. სტუმრებმა ჩაატარეს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ტრენინგი. მოსწავლეებმა ბევრი რამ შეიტყვეს ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე. აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე- 12, მე-11, მე-17 მიზნებს.
თბილისის გურამ დევდარიანის საავტორო ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.