სამეგრელოს სოფელ მუხურის სკოლის ეკოკლუბელები ძველი მეგრული ვაზის ჯიშებით დაინტერესდნენ

18 ნოემბერს მუხურის თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები( მეგი ნაჭყებია, თაკო გახარია, ილონა შენგელია, ზვიად ცირდავა, ლუკა შენგელია, ვახტანგ ბაძაღუა, ბექა გახარია, ლანა თოლორდავა, მარიამ ნაჭყებია და მაია მებონია ), ეწვივნენ მეღვინე-მკვლევარ მიშა ცირდავას. (ცხოვრობს სოფელ მუხურში).

ბატონი მიშა უკვე მესამე წელია დაინტერესებულია თითქმის მივიწყებული მეგრული ჯიშის ვაზის მოძიებით და მისი პოპულარიზაციით, ხშირად ჩანს სხვადასხვა მედიასივრცეში, გამოდის კონფერენციებზე, ხვდება უცხოელ სტუმრებს. ეკოკლუბის წევრებმა საჭიროდ ჩათვალეს ასეთ საინტერესო პიროვნებას წვეოდნენ და თვითონ გაცნობოდნენ საინტერესო ინფორმაციას. 

აი, რა უამბო მიშამ ბავშვებს: კოლოში, ჭვიტილური,ჩექობალი, მაჭვატური და კიდევ 60- მდე სახეობის ვაზი ხარობდა სამეგრელოს მთიან ნაწილში, ისტორიული წყაროების მიხედვით აქ საუკეთესო ღვინოს აყენებდნენ, თუმცა მეგრული ჯიშების დიდი ნაწილი განადგურდა, რის გამოც მეგრულ ღვინოს ნაკლებად იცნობენ. მიშა ფიქრობს, რომ სხვა გარემოში გამოყვანილი ნერგები ბუნებრიობას კარგავენ, ამიტომაც ძველ ჯიშებს ისევ სამეგრელოში ეძებს, განსაკუთრებით დაინტერესებულია ჭვიტილურით და კოლოშით. დიდი ხნის ძებნის შემდეგ , მიაკვლია და თავის ეზოში გაახარა. 

ჭვიტილური სამეგრელოს აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი მაღალხარისხოვან საღვინე ჯგუფს მიეკუთვნება. იზრდებოდა მაღლარად, რადგან ამგვარი ვაზების მოვლა გაძნელებული იყო,მოსახლეობამ იგი ნელ-ნელა უყურადღებოდ მიატოვა, ამას დაემატა სოკოვანი დავადებები, ფილოქსერა და თითქმის გადაშენების გზაზე დადგა.დღევანდელი მონაცემებით სპეციალისტებმა ჭვიტილურის ღვინოს ახასიათებს ჰარმონიულობა, სასიამოვნო გემო, ბუკეტიანობა, ნორმალური ალკოჰოლიანობა, ამასთან კარგად ინახება და ტრასპორტაბელურია. 

მიშა ცირდავას ღვინის მარანი მშენებლობოის პროცესშია, ქვევრების ჩადების პროცესს ესწრებოდნენ ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები, მათ დააგემოვნეს ღვინო(ჯერჯერობით ყურძენს მეღვინე სხვისგან იძენს და ღვინოს მცირე რაოდენობით აყენებს), ბავშვების სტუმრობის დროს კოლოში უკვე გამზადებული ჰქონდა დასაწურად.მარანის სახელწოდებაა--ობენე. 

მეგრულ ღვინოს ევროპის ბაზარზე გასვლის პერსპექტივა აქვს--დარწმუნებულია მკვლევარ-მეღვინე, რაც ამ კუთხის მაცხოვრებლების ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის საწინდარია. მასპინძელმა კიდევ ერთ საინტერესო ნივთზე გააკეთა აქცენტი-ეს იყო მეძუძური დედის ქანდაკება თასით ხელში(ბრინჯაოსგან დამზადებული).ამ ქანდაკების ორიგინალი აღმოჩენილია სოფელ ცაიშში(ზუგდიდი) ძვ.წ. მე-6-7 სს. თარიღდება და უსწრებს ვანში ნანახ ,,თამადის“ ქანდაკებას. ბატონმა მიშამ ჩათვალა, რომ როგორც მეღვინეს, რომელიც აპირებს ამ საქმიანობის გაფართოებას სიმბოლურად ჰქონოდა ეს ნივთი, დასტური იმისა, რომ კოლხეთი უძველესი მეღვინეობის მხარე იყო.