ქობულეთის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში მოქმედებს სამოქალაქო კლუბი "მომავლის თაობა“. ამ კლუბის ამოცანაა მთელი რიგი საპრობლემო საკითხების გადაჭრა სკოლაში. ეკო-კლუბელები ჩაერთნენ "მომავლის თაობის“ მიერ ორგანიზებულ პროექტებში თავიანთი კუთხით და ცდილობენ სკოლაში დაგროვილი ეკოლოგიური პრობლემები ურთიერთმხარდაჭერით მოაგვარონ. სამომავლოდ იგეგმება სხვადასხვა აქტივობები.
ახლახან კლუბის ინიციტივით ჩატარდა იმიტირებული საპრეზიდენტო ახალგაზრდული არჩევნები 2018, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობას. ეკოკლუბელები არჩევნების აქტიური მონაწილეები იყვნენ.