იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის #2 საჯარო სკოლაც ჩაერთო ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში. დიმის სკოლის მოსწავლეები გაეცნენ პროექტის მნიშვნელობებს, მიიჩნიეს საინტერესოდ და დაიწყეს აქტიური მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში სსსმ მოსწავლის ჩართულობით დაიგეგმა კეცხოველის მარშრუტით ერთდღიანი ლაშქრობა „დიმნას ციხეზე“. ძვ.წ III ს-ში ფარნავაზის მიერ აშენებული ციხე არქეოლოგიურად ჯერ-ჯერობით შეუსწავლელია. ის მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა სანაპიროზე. დღეს შემორჩენილია მისი ნანგრევები. ციხე აშენებულია უხეშად გათლილი კვადრებით კირხსნარზე, მის სამხრეთ კუთხეში დგას ოთხკუთხა კოშკის ნანგრევები.
სოფელ დიმის სკოლის ეკოკლუბელები მომავალში მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობის განხორციელებას გეგმავენ.