დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები, სამოქმედო გეგმის მიხედვით მართავენ შეხვედრებს დაწყებითი კლასიის მოსწავლეებთან, ისინი ერთად გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, ამაში დაწყებითი კლასის მასწავლებლებიც არის ჩართული, 8-ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს მიუძღვნეს აქტივობა, იაკობ გოგებაშვილის ,,ბუნების კარი’’როგორც ცნობიერების აღზრდის კლასიკური წყარო.
ეკოკლუბის წევრებმა უმცროს მეგობრებს გარემოს დაცვაზე, სუფთა გარემოზე და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ რაც მათში გარემოსადმი სიყვარულს და ჰუმანურ დამოკიდებულებას აღძრავს. ხოლო შემდეგ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ირინე მაჭარაშვილთან ერთად იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებაზე და უშუალოდ იაკობ გოგებაშვილის ,,ბუნების კარი" როგორც ქართული ცნობიერების აღზრდის კლასიკური წყარო-გაამახვილეს ყურადღება, უმცროსკლასელებმა ლექსებით, სიმღერებით და მხატვრული სიტყვით გადმოსცეს იაკობ გოგებაშვილის როგორც მუნების მოყვარულის შემოქმედება.
წაიკითხეს ადგილები იაკობ გოგებაშვილის ,,ბუნების კარი’’-დან სადაც ავტორი მიუთითებს რომ ,,საქართველოს ბუნება ისეთი მდიდარია და მრავალფეროვანი, ევროპის ბუნება მასთან ნარცხადაც ვერ მოვა.“ უკვე ამ ფრაზით ავტორი ნორჩ მკითხველს აგრძნობინებს მშობელი მიწა-წყლის გამორჩეულ სილამაზეს და განაწყობს მისი მშვენიერების აღსაქმელად. ასეთი აქტივობები დაწყებითი კლასიდანვე უნერგავს მოსწავლეებს გარემოსადმი სიყვარულს.