10 ნოემბერს სენაკის სკოლა-გიმნაზიაში დიდი სტუმრიანობა იყო. სკოლას ეწვივნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლები განათლების მინისტრის მოადგილესთან ირინა აბულაძესთან ერთად. ასევე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, პატრიარქის თანამოსაყდრე შიო მუჯირი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა და რაც ყველაზე მთავარია, მათ სკოლაში დახვდა სტემის ჯგუფი, რომელმაც წარმოადგინა საკუთარი გამოგონებები. გამომგონებლებს შორის იყვნენ ეკოკლუბის წევრებიც, რომლებმაც გამოიტანეს მათი ნამუშევრები, რომელიც შეიქმნა ჰაკათონისთვის და კონკურსისთვის ,,ლეონარდო და ვინჩი“.
ეს გამოგონებები პასუხობს მდგრადი განვითარების მე-9 მიზანს, რაც მდგომარეობს მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნაში, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და ინოვაციების ხელშეწყობაში.
მათ სტუმრებს აუხსნეს ,,ნიკო კეცხოველის პრემია-2019“-ის დანიშნულება და მათი წარმატებები ამ კონკურსში. დიდი დაინტერესება გამოიწვია ჰაკათონზე გატანილმა ღვინოების აპლიკაციამ და ნასელების პროექტმა - ,,შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისთვის.“ ეკოკლუბელები 15 ნოემბერს მონაწილეობენ ,,ლეონარდო და ვინჩის“ გამომგონებელთა კონკურსის ფინალში ძალიან საინტერესო პროექტით, რომელიც ასევე, ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ შემადგენელი ნაწილია.