სამეგრელოში, სოფელ მუხურას საჯარო სკოლის გუნდ "ეგრისის" წევრები ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში შეხვდნენ ჩხოროწყუს ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს რომან თოლორდავას, იმ მიზნით, რომ მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ფლორის ენდემური ჯიშების შესახებ.
რომან თოლორდავამ გუნდის წევრებს ყურადღება გაამახვილებინა კოლხურ ყოჩივარდაზე, როგორც ენდემური ჯგუფის მცენარეზე. აღნიშნა, რომ ეს მცენარე აღმოჩენილია ჯერ კიდევ ნიკო კეცხოველის სიცოცხლეში მისი ექსპედიციის წევრების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე,
2010 წელს კი ილიას სახელობის უნივერსიტეტის ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომელთა ჯგუფმა, რომელსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის ქიუს ბოტანიკური ბაღის მილენიუმის თესლის ბანკის პარტნიორია, აღმოაჩინა კოლხური ყოჩივარდის გავრცელების ახალი უბნები დასავლეთ საართველოში . ინფორმაცია ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა, რადგანაც აღნიშნული მცენარე ხარობს ხობისწყლის ხეობაში . დოლომიტიანი-კირქვიანი კლდეების ნაპრალებში.
მცენარეს გადაშენების საფრთხე ემუქრება ამიტომ მიმდინარეობს მისი კონსერვაცია. გუნდის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეწვიონ ღუნჯას ხეობას, მოიძიონ კოლხური ყოჩივარდა წამოიღონ მისი ბოლქვები და სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან გაახარონ. შეუქმნან მას შესაფერისი პირობები და ამით წვლილი შეიტანონ მისი გადაშენების თავიდან აცილებაში, რადგანაც ეს მცენარე არის როგორც სამკურნალო ისე დეკორატიული მნიშვნელობის,
ყოჩივარდა ხალხურ მადიცინაში გამოიყენება ღვიძლის და გინეკოლოგიური დაავადებისას, ნევრალგიის, პრონტიტის და ჰაიმორიტის საწინააღმდეგოდ, ნედლი ფესურის წყალზე ნაყენს ყურში იწვეთებენ ქრონიკული გამონადენების დროს. სისტემატიური თავისტკივილის დროს ცხვირის ნესტოებში ფესური თბილი წვენს იწვეთებენ. ყოჩივარდას ფესურის პრეპარატებს ხალხური მედიცინა იყენებს მენსტრუაციის დარღვევების და მასთან დაკავშირებული ნერვული აგზნებულობის დროს. რეკომენდირებულია აგრეთვე საჭმლის მონელების მოშლის და რევმატული ტკივილების შემთხვევაში. მდგრადი განვითარების მე- 15 მიზნიდან გამომდინარე აუცილებელია ზრუნვა აღნიშნული მცენარის კონსერვაციისათვის.