სვიანას რეკრეაციული ზონა ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა

როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, კახეთში, მდიონარე სტორის ხეობაში, ჩვენი ორგანიზაციის ძალისხმევით, საპიკნიკე ადგილები მოეწყო და ნაგვის ურნები დამონტაჟდა. სამწუხაროდ, ახლა ეს ყველაფერი მორიგი ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. ამჟამად დარბეულია რეკრიაციული ზონა და სვიანას ტერიტორია დაფარულია ნაგავით.
 
„თქვენ არ იცით ეს ჩემთვის რამხელა ტრავმააა. იმდენი ჩავდე ამ საქმეში, მაგრამ არაფერი გამოვიდა,“- ამბობს სტორის ხეობაში რეკრეაციული ზონის,იდეის ერთ-ერთი ავტორი და ამ იდეის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, "სენის" კახეთის რეგიონალური კორდიანტორი, კახაბერ სუხიტაშვილი. მისი თქმით, მოპარულია ერთი ნაგვის ურნაც. შეგეხსენებთ, რომ ამ ზაფხულს, ივნისის თვეში, სვიანას რეკრეაციული ზონა გაიხსნა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, მდ. სტორის ხეობაში მოეწყო.
 
საქართველოს ტყეების დღევანდელი მდგომარეობიდან და ბოლოდროინდელი ბუნებრივი კატასტროფების მასშტაბებიდან გამომდინარე, მდგრადი ტყეთსარგებლობა სასიცოცხლო მნიშვნელობას იღებს. დღეისათვის ტყეების რეკრეაციული პოტენციალი ოპტიმალურად არ არის გამოყენებული და მათ ძირითად ფუნქციად ისევ მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა რჩება, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მდინარეთა წყალშემკრებ აუზებს და იწვევს ბუნებრივ კატასტროფებს.
 
სვიანას ტყეში დასვენებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა მიზნად ისახავს საქართველოს ტყეების რეკრეაციული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენების წარმატებული პრაქტიკის დემონსტრირებას – მათი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ფუნქციების გაძლიერებისათვის.
(ჯონი გიგაურის ფოტოები)
sviana1sviana2 sviana3