ოზურგეთის დაბა ლაითურში ეკო-კლუბ "მწვანე თაობის" წევრების მიერ ჩატარდა კვლევა გათბობის საშუალებებთან და სახეებთან დაკავშირებით. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოსახლეობის უმეტესობისთვის გათბობის საშუალებას წარმოადგენს შეშა, მაცხოვრებლები ზამთარში გასათბობად ხმელი შეშის მომარაგებას უფრო ცდილობენ ვიდრე ნედლისას, მაგრამ თუ შეშა იქნება ნედლი ოჯახი თავად ცდილობს მის გამოშრობას.
გასათბობად გამოიყენება თხმელა, ცხმელა მოსახლეობის აზრით კი ყველაზე კარგად წვადი მცენარის სახეობაა რცხილა. ლაითურში ერთი ოჯახისთვის საჭირო შეშის რაოდენობაა ერთიდან ორ სატვირთო მანქანამდე შეშაა, ხოლო გასაბობად მოსახლეობა იყენებს შეშის ღუმელს.
ოჯახების უმეტესობა შეშას ამზადებს საკუთარ ტერიტორიაზე, დასაწვავად გამოსაყენებელ შეშას მოსახლეობა ამზადებს ლაითურის ტერიტორიაზე, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებიც სოფლის ფარგლებს გარეთ ახდენენ გასათბობად გამოსაყენებელი შეშის მომარაგებას.
მართალია მოსახლეობის უმეტესობა თავად ამზადებს შეშას, თუმცა რა თქმა უნდა არიან კატეგორიები, რომლებალსაც მზა შეშის შეძენა უწევთ. გამოკითხვის შედეგად კი გაირკვა, რომ ერთი სატვირთო მანქანა შეშის ღირებულება 450-დან 500 ლარამდეა. გამზადებული შეშის შეძენა ისევ ლაითურის ტერიტორიაზე ხდება.
შეშას გასათბობად ლაითურის მოსახლეობის თითქმის 95% იყენებს, დანარჩენი კი ბუნებრივ აირზე თბება, თუმცა არის იმის პერსპექტივა, რომ უახლოეს მომავალში ბუნებრივი აირი თითქმის ყველა ოჯახისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ვინაიდან ბუნებრივი აირის მილები უკვე გაყვანილია. საკვების მოსამზადებლად უმეტესად იყენებენ შეშის ღუმელს, თუმცა დაახლოებით 10-15% ბუნებრივ აირსაც იყენებს.