მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლამ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019 კლუბის წევრებისა და სკოლის ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულლტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების N 346-ის მიხედვით მოიპოვა ორ პროექტში დაფინანსება.
საუბარია პროგრამა "სასკოლო აქტივობის ხელშეწყობის" მიმართულებების ინტელექტუალურ-შემეცნებით პროექტებზე. ქვემიმართულება 1. გარემოს დაცვა-მწვანე რეაქცია. 2. მოგზაურთა კლუბი-მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. „სასკოლო აქრტივობა ხელშეწყობის“ ფარგლებში CENN-ის კლუბის წევრებითა და მოხალისე მოსწავლეებით ჩამაყალიბეს გარემოსდამცველთა და მოგზაურთა კლუბები, გაეცნენ პროექტის მიზნებს, შეიმუშავეს ლოგო და წესდება.
მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად ამ საწრეო მუშაობებით აპირებენ ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკო და სატყეო ტურისტული პროდუქტების განვითარებით გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას. ვირტუალურად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას და ბუნების მრავალი სასწაულის აღმოჩენას.