მარნეულის სოფელ მარადისის საჯარო სკოლას ეწვივნენ დანიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ახალგაზრდებმა წინასწარ მოამზადეს პრეზენტაციები, რომლებიც წარუდგინეს სტუმრებს და ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებზე.
პრეზენტაციები ეხებოდა აქტივობებს, რომელთა უმეტესი ნაწილი გარემოსდაცვითი მიმართულებით იყო გაკეთებული ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018-ის ფარგლებში. ეკოკლუბელებმა ისაუბრეს: დასუფთავებისა და ნერგების დარგვის აქციებზე, ნარჩენების შემცირებასა და ხელახალ გამოყენებაზე, მაკულატურის შეგროვებაზე.
ასევე, სტუმრებს აჩვენეს სკოლის პატარა ბიბლიოთეკა, სადაც წიგნების 85% CENNის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მოიპოვეს, რომელიც ითვალისწინებდა მაკულატურის შეგროვებასსა და ჩაბარებას. შეხვედრას, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპის ფონდის, მარნეულის გამგეობისა და რესურსცენტრის თანამშრომლები. შულავრის, დიოკნისისა და მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეები.