თბილისის 31- ე საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა "დრიადებმა“ 6 ნიემბერს, მათი სკოლის მე-8 კლასს ჩაუტარა პრეზენტაცია თემაზე: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მხარდაჭერა.
საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა ეს თემა მოსწავლეებისთვის. ეკოკლუბელების საუბრის დასრულების შემდგომ გაიმართა დებატები. დაფიქსირდა განსხვავებული მოსაზრებები. ამის შემდგომ ისაუბრეს სახელმწიფოს ქმედებებსა და საზოგადოების, თემის ნაბიჯებზე.
თბილისის N31 საჯარო სკოლა კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.