გუდაურის საჯარო სკოლის გუნდმა იმუშავა თემაზე: "არ დაყარო ნაგავი, მოუფრთხილდი გარემოს“. ბავშვებმა მოიფიქრეს სლოგანი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე და საკუთარი ნახატებით გააფორმეს საინფორმაციო ბუკლეტები, შემდეგ ეს ბარათები დაურიგეს მძღოლებს და ტურისტებს.
აქცია ითვალისწინებდა მძღოლების სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას და მათ აქტიურ ჩართვას გარემოს დაცვაში. ბავშვები ბარათების დარიგების პარალელურად მოქალაქეებს უხსნიდნენ ბუნებაზე გადაყრილი ნაგვის მავნე ზემოქმედებას და თითოეული ადამიანის როლს გარემოს დაცვის თვალსაზრისით.
აქცია საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა და გუნდი იმედოვნებს რომ მცირედი წვლილი შეიტანა გუდაურის, როგორც ტურისტულად აქტიური ზონის ბუნების დაცვაში.