თბილისის "ქართული სასწავლებლის“ მდგრადი განვითარების კლუბის ინიციატივით ახალქალაქში მოეწყო შეხვედრა, რომელსაც კლუბის წევრების გარდა ესწრებოდნენ ახალქალაქის მე-4 საჯარო სომხური სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები, მე-3 საჯარო ქართული სკოლის დირექტორი და პედაგოგები, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეები შალვა ბერძენიშვილი და გიორგი მიქელაძე და თავად "ქართული სასწავლებლის" ადმინისტრაცია.
შეხვედრის დროს ხაზი გაესვა იმას, რომ რეგიონის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თითოეული აქ მაცხოვრებელისთვის, მიუხედავად ეროვნებისა და რელიგიური შეხედულებებისა,. პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია. კონფლიქტების მოგვარება, მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება შესაძლებელია თანამშრომლობითა და საერთო საქმეების კეთებით.
თბილისელმა ბავშვებმა და პედაგოგებმა თავიანთ ახალქალაქელ კოლეგებს შესთავაზეს თანამშრომლობა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018-ის ფარგლებში. აღნიშნული აქტივობა ემსახურებოდა მდგრადი განვითარების მეთექვსმეტე მიზანს : მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის.