თელავის N9 სკოლის ეკო-კლუბი ნიკო კეცხოველის გზაზე

კახეთში, თელავის N9 საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ჩაატარა ღონისძიება "დედამიწა ჩვენი სახლია", რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია ეკოლოგიის რაობაზე და მასში ჩვენს წვლილზე. 

პრეზენტაციას თან ერთოდა სპექტაკლი, რომელშიც ასახული იყო დედამიწის დაბინძურების პროცესი. აღსანიშნავია ისიც, რომ სცენარი ამავე სკოლის მოსწავლის თიკო ნეკაშვილის მიერ იყო შექმნილი და მოსწავლეებმა ყველაფერი თავიაანთი ძალისხმევით განახორციელეს. 

ღონისძიება დაბალი კლასის მოსწავლეებში ეკოლოგიური ცოდნის დონის ამაღლებას ემსახურებოდა.