მესტიის სოფელ მულახის ეკოკლუბმა "მწვანეებმა" ინიციატივით, რომელიც ჩართულია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში, საქართველოს განათლების მეცნიერებისადა სპორტის სამინისტროს ,,სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის პროგრამით“ მიიღო პროექტის დაფინანსება და 2 თვის განმავლობაში, როგორც ეკოკლუბის მოსწავლეები, ასევე მე-7, მე-8 და მე-9 კლასელები განახორციელებენ ძალზედ საინტერესო პროექტს, მოახდენენ ეკოლოგიური და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
პროექტი შედგება ორი კომპონენტისგან. პირველი კომპონენტი "აღმოაჩინე საქართველო“ მოიცავს ბიომრავალფეროვნებასთან, ეკოტურიზმთან, ტურისტულ რუკებთან დაკავშირებულ საკითხებს. მეორე კომპონენტი "ნარჩენების მართვა“ კი მოიცავს ნარჩენებთან დაკავშირებით ყოველგვარ ინფორმაციას დაწვრილებით, ნარჩენების მართვა- სეპარაცია, ლეგალური და არალეგალური ნაგავსაყრელები და ა.შ..
აღნიშნული პროექტის დაფინანსება და განხორციელება უმნიშვნელოვანესია სკოლისა და ეკოკლუბისათვის, რადგანაც პროექტი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ეკოცნობიერების ასამაღლებლად.