"დაიწყე ბიზნესი ტურიზმის სფეროში" - ამ თემატიკის ტრენინგი ჩატარდა საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში და მას ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული უფროსკლასელები, სტუდენტები, მეწარმეები და აღნიშნულ სფეროში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ.
CENN-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორ მაია კოდუასთან ერთად ტრენინგს სასკოლო კონკურს „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019“-ში ჩართული მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.
ტრენინგს, რომლის თემატიკა ტურიზმის ისტორიული განვითრების ეტაპებს და ფორმებს, სახეობებს, ტურიზმის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ტურისტულ პროდუქტს და მომსახურებას გახლდათ, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, ტრენერი, ნინო დევიძე უძღვებოდა.