ხეების დარგვის საერთაშორისო დღეა ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის პრინც-მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგულ სკოლაში მასწავლებელმა ჩაატარა ტრენინგი თემაზე „ხეების დარგვა და მოვლა“.
ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეების მიეღოთ მეტი ინფორმაცია თუ როგორ უნდა მომზადდეს ნერგი და ნიადაგი დასარგავად,რომ ნერგს გახარება არ გაუჭირდეს. რომელი მრავალფოთლოვანი კულტურის დარგვა შეუძლია შემოდგომაზე, რომელი სასუქების გამოყენება რეკომენდებულია და ა..შ.
ეკო კლუბის მოსწავლეებმა სამომავლოდ დაგეგმეს გამწვანების აქციები და აპირებენ გაითვალისწინონ ყველა ის ნიუანსი, რაც ტრენინგზე მიიღეს ინფორმაციის სახით. ამ აქტივობით მოსწავლეები გამოეხმაურნენ მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემის დაცვაში, აღდგენის და მდგრად განვითარებაში.