ლანჩხუთის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ბუნების ქომაგების " დაინტერესება მათ სოფლებში არ არსებულმა ნაგვის ურნებმა გამოიწვიეს. ღრმაღელის სკოლის მიმდებარე სოფლებში არ არის ურნები რაც დანაგვიანებას იწვევს და ეს არამხოლოდ მცენარეებზე არამედ შინაურ ცხოველებზეც სახიფათოა.
გარდა ამისა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის ნაწილი ნაგვის გაუნებელყოფის მიზნით წვის ხერხს მიმართავს. მოგეხსენებათ პლასმასებისა და პოლიეთინელის წვის შედაგად უამრავი მავნე ნივთიერებები გამოიყოფა, რაც საბოოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.
ეკოკლუბელებმა იმაზეც ისაუბრეს, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა საჭირო ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად . ასევე მათ დაგეგმეს ადგილობრივ თვითმართველობასთან მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით.