გარემოსდაცვითი როლური თამაშები სენაკის სკოლა-გიმნაზიაში

სენაკის სკოლა გიმნაზიის ბუნებისმცოდნეობის მე-5 კლასის მასწავლებელმა ელზა სილაგაძემ ეკოკლუბს შესთავაზა გაკვეთილის ჩატარება კეცხოველის პრემია-219-ის ფარგლებში. თემად შეარჩიეს "ცხოველების სოციალური ურთიერთობები“. 

გაკვეთილი ჩატარდა ბუნების წიაღში. დასაწყიში ისაუბრეს, თუ როგორ ცხოვრობენ ცხოველები ჯგუფებად და რა წესები აქვთ მათ. საუბარი გარდა ცხოველებისა, ასევე, შეეხო ჭიანჭველებისა და ფუტკრების ოჯახებს. შემდეგ კი, მოსწავლეებმა როლური თამაშისთვის შეარჩიეს ფუტკრის ოჯახი და თავად მოირგეს როლი. 

დედა ფუტკარი მსმენელებს უყვებოდა, თუ რა მოვალეობები ჰქონდა მას ოჯახში, ხოლო მუშა ფუტკრები თავიანთი საქმიანობის შესახებ საუბრობდნენ. ძალიან სახალისო და საინტერესო შეხვედრა შედგა. 

ამ გაკვეთილით მოსწავლეები გამოეხმაურნენ მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვაში, აღდგენასა და მდგრად გამოყენებაში, ტყეების გონივრული მართვაში და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.