უკვე გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ყოველდღიურად ველური ფაუნის უამრავი წარმომადგენელი იღუპება. განსაკუთრებით მწერები და სხვა პატარა ზომის ცხოველები. გადაშენების საფრთხეში მყოფი ცხოველების ექსკრემენტებით ბევრი რამის გაგება შეიძლება: რითი იკვებებიან ისინი, რამდენად ჯანმრთელები არიან და ა.შ. ამ ცნობებზე დაყრდნობით მეცნიერები ცდილობენ, იშვიათ ცხოველთა გადაშენების მიზეზების დადგენას.. ყოველი 100 ცხოველიდან, რომელთაც დედამიწაზე უცხოვრიათ ოდესმე, 99 უკვე გადაშენებულია და ბუნებას აღარასოდეს დაუბრუნდება. image   დაახლოებით 100 წლის წინ მსოფლიოში, 100 000 ვეფხვი ბინადრობდა. დღეს მხოლოდ 3 200 დარჩა და ეს რაოდენობაც დღითი დღე მცირდება. image არსებობდა ჩანთოსანი ცხოველი – ტასმანიური ვეფხვი, იგივე (თილაცინი). მათ ვეფხვებს იმიტომ უწოდებდნენ, რომ ზოლებიანი ბეწვი ჰქონდათ. ეს ცხოველები უკვე გადაშენდნენ, რისი მიზეზიც მათზე ნადირობა, დაავადებები და საცხოვრებელი ადგილების დაკარგვა გახდა. თუ დროზე არ მიიღება, გადამჭრელი ზომები, ვეფხვებსაც გადაშენება ემუქრებათ. image ეს დიდი ფრინველი გახლავთ დოდო. შეგვიძლია მისი ნახვა ეხლაც? რა თქმა უნდა არა! მისი უკანასკნელი ინდივიდი 300 წლის წინ მოკლეს. ეს ფრინველი ინდოეთის ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე იყო გავრცელებული. ფრინველის ყოველი რვა სახეობიდან ერთს გადაშენების საფრთხე ემუქრება. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს წლებში, ფრინველის 1 200 სახეობა საერთოდ გაქრება. image ფრინველებიდან დაცვა ყველაზე მეტად თუთიყუშებს სჭირდებათ. სურათზე ნაჩვენებია “ალისფერი არა”. ამ ფრინველებს უკანონოდ იჭერენ და ყიდიან, თანაც მათი საცხოვრებელი ტყეები იჩეხება. თუთიყუშების სახეობების დაახლოებით მესამედს გადაშენება ემუქრება. image სვავები, რომლებსაც ორბების ჯგუფიც ეკუთვნის, გადაშენების საფრთხე ემუქრებათ. ისინი ცხოველების ლეშით იკვებებიან და ამით მათ გახრწნასა და დაავადებების გავრცელებას უშლიან ხელს. თუმცა მილიონობით სვავი კვდება, მომწამლავი ქიმიური ნივთიერებების გამო, რაც ფერმაში ცხოველების სამკურნალოდ გამოიყენება. ასეთი ნივთიერებების შემცველი ცხოველის ლეში ფრინველებისთვის მომაკვდინებელია. image არსებობს თუ არა გველის იშვიათი სახეობა. დედამიწაზე გველის მრავალი იშვიათი სახეობა არსებობს. ამერიკაში ბინადარი დიდი “ინდიგოსფერი გველები”-ს და ავსტრალიაში გავრცელებული “ბუნგარისებრი გველები”-ს რიცხვი მკვეთრად შემცირდა. დიდ ბრიტანეტში ყველაზე იშვიათი გველია “ჩვეულებრივი სპილენძა”. image გიგანტური კუ ძალიან იშვიათად გვხვდება, ის მხოლოდ რამდენიმე კუნძულზე ბინადრობს. მათი შემცირება, ნაწილობრივ, ტურისტების ბრალია, რომლებიც ამ ცხოველებს მოსვენებას არ აძლევენ, თანაც ზოგჯერ გადამდებ დაავადებებს ავრცელებენ. სავაჭრო გემებიდან ამ კუნძულზე კატები და ვირთაგვებიც მოხვდნენ, რომლებიც გიგანტური კუს კვერცხებს ჭამენ. სანაპირო სასტუმროებიდან და ბარებიდან გამოსული ხმაური და კაშკაშა სინათლე მოსვენებას არ აძლევს იშვიათ მწვანე კუებს, ისინიც კვერცხებს აღარ ყრიან. image 1987 წლისთვის გარეული შავფეხა ქრცვინები გადაშენების პირას იყვნენ. მას შემდეგ რაც ადამიანებმა მის გადარჩენაზე დაიწყეს ზრუნვა, შავფეხა ქრცვინის 7 000-ზე მეტი ნაშიერი დაიბადა, რამაც ეს სახეობა გადაშენებისგან იხსნა. image კატებს შორის ყველაზე იშვიათია იბერიული ფოცხვერი, რადგან მისი საცხოვრებელი ადგილები განადგურდა. გარდა ამისა, ბოცვრები, რომლებითაც ის იკვებებოდა, დაავადებამ დახოცა. დღეს ველურ ბუნებაში ამ ულამაზესი მხეცის ასამდე ინდივიდიღა შემორჩა. image იაგუარები განსაკუთრებული ცხოველები არიან. ეს იშვიათი არსებები საოცარი სილამაზით გამოირჩევიან. იაგუარები ამერიკის ბინადარი ყველაზე დიდი კატები არიან. ამ ცხოველებს კანონი იცავს, თუმცა ადამიანები მათზე მაინც ნადირობენ და მათ საცხოვრებელ ტყეებს ჩეხენ, რაც იაგუარების შემცირებულ რაოდენობაზე აისახა. ასე თუ გაგრძელდა ვეფხვის მსგავსად იაგუარიც გადაშენდება. image პანდებს ასევე ესაჭიროება შველა. ჩინეთის ბამბუკის ტყეებში სულ რაღაც 2000 პანდა ბინადრობს. ამ ცხოველების გარემოს ადამიანები ფერმების მოსაწყობად და გზების გასაყვანად ჩეხავენ. რადგან პანდები ბამბუკით იკვებებიან, მათთვის ეს ტყეები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სხვაგან გადასახლება არ შეუძლიათ. image მარტორქების რიცხვიც შემცირდა. მონადირეები მათ თვითნებურად ხოცავენ, რქებს კი ყიდიან, რომლებსაც ხანჯლის ტარების დასამზადებლად და ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ. მარტორქებს ასევე ზიანს აყენებს, საცხოვრებელი ადგილების დაკარგვა და მათ სიახლოვეს მიმდინარე საომარი მოქმედებები. image სპილოებზე უძველესი დროიდან ნადირობდნენ მათი ეშვების გამო, რომელიც ძვირფასი მასალაა. დღეს სპილოების რაოდენობა ორჯერ ნაკლებია, ვიდრე 30 წლის უკან. ამ უზარმაზარი ცხოველებისთვის განსაკუთრებით რთულია ვრცელი ტერიტორიების მოძებნა, სადაც ადამიანების გვერდით მშვიდობიანად ცხოვრებას შეძლებენ. image პრიმატებიდან ყველაზე დიდი საფრთხე ორაგუტანგს ემუქრება. მათი საცხოვრებელი ტყეების უდიდესი ნაწილი უკვე გაიჩეხა. ისინი პალმის ზეთის მისაღებად გაშენებულმა უზარმაზარმა პლანტაციებმა ჩაანაცვლა, სადაც ორაგუტანგებს ცხოვრება არ შეუძლიათ. თუ ორაგუტანგის საცხოვრებელი ტყეები დაცული იქნება, ეს ათასობით სხვა ცხოველსაც გადაარჩენს. ტყის ყველა ბინადარს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს და მათი გადარჩენა ერთმანეთზეა დამოკიდებული. image დღეს ველურ ბუნებაში დაახლოებით 700-მდე მთის გორილაა დარჩენილი, მაგრამ ეს უწყინარი პრიმატები, მაინც გადაშენების საფრთხის წინაშე არიან. ისინი მხოლოდ აფრიკის პატარა რეგიონს შემორჩნენ. საფრთხე კი საცხოვრებელი ადგილების სიახლოვეს მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და მონადირეებისაგან ემუქრება.