ფოტოკონკურს "ფოტო სინთეზი-2016"-ის პრეზენტაცია ზუგდიდში
22 სექტემბერს, ზუგდიდში საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის დღის ცენტრის ბენეფიციარ ბავშვებს წარედგინათ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად გამოცხადებული ფოტოკონკურს,,ფოტო სინთეზი-2016-ის’’ თემა: ,,საქართველოს ფაუნა- ფოტოგრაფია VS ნადირობა’’ და პირობები.
ბავშვებმა გაიხსენეს ბრაკონიერობის შემთხვევები, რომლის თვითმხილველებიც თვითონ არიან და გამოხატეს პროტესტი.
საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის ზუგდიდის პროექტის კოორდინატორმა თამარ მესხიამ აღნიშნა, რომ დღის ცენტრის ბენეფიციარი ბავშვებისთვის მოაწყობენ მცირე ფოტოექსპედიციას და ხელს შეუწყობენ მათ მონაწილეობას ფოტოკონკურსში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცენტრის ბავშვებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ,,ფოტოსინთეზ-2015’’- შიც .
დღის ცენტრს ასევე გადაეცა CENN -ის მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალები.