სოციალურად დაუცველი ჯამბულ შოთაძე ბათუმის მერიას უყურადღებობაში, აჭარის გარემოს დაცვის ინსპექციას კი უსაფუძვლო დაჯარიმებაში ადანაშაულებს.
შოთაძემ ბათუმის მერიას, სასამართლოსა და გარემოს დაცვის ინსპექციას თხოვნით მიმართა, რომ გაითვალისწინონ მისი მდგომარეობა, მოუხსნან ჯარიმა და დაუბრუნონ კუთვნილი ავტომობილი.
საქმე შემდეგშია, შოთაძე ირწმუნება, რომ მერიას შეშით უზრუნველყოფის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უწყებამ სოციალურად დაუცველი ოჯახის თხოვნა არ დააკმაყოფილა, ამის შემდეგ კი ოჯახმა კუთვნილ მიწაზე არსებული ხე მოჭრა.
გარემოს დაცვის ინსპექციამ კი, როგორც მოქალაქე ამტკიცებს, შეშის უკანონოდ მოჭრისთვის 1 000 ლარით დააჯარიმა და კუთვნილი ავტომობილი ჩამოართვა. შოთაძე ამბობს, რომ საქმეზე სასამართლო მოსმენა გუშინ გაიმართა, თუმცა ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინების გამო პროცესი დროებით გადაიდო.
https://www.youtube.com/watch?v=3wTdGvyG8KY