21 სექტემბერს ღამით, სოფელ ტაძრისში გაჩენილი ხანძრის შედეგად ტყის მასივი დაიწვა. ბორჯომისა და ასპინძის საზღვარზე ხანძრის ლიკვიდაციას მეხანძრეები გვიანობამდე ცდილობდნენ. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ადგილობრივებიც.
“
გაჩენილი ხანძარი სოფლის მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნიდა. კლიმატური პირობების გამო ცეცხლი ადვილად ვრცელდება და მიუვალი ადგილის გამო ხანძრის ლიკვიდაცია რთულდება. ასე გაგრძელების შემთხვევაში შესაძლებელი იყო ცეცხლი ასპინძის ტერიტორიასაც სდებოდა” – აცხადებენ შსს-ის ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ვარაუდობენ რომ ხანძარი დაუდევრობით გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, გადამწვარია 5-6 ჰექტარი ტყის მასივი.