ტელეკომპანია GDS-ზე მომზადდა და გუშინ, 17 სექტემბერს, საღამოს სატელევიზიო ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელიც კოლხური ბზის ხმობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემას მიეძღვნა. რეპორტაჟი ძირითადად აგებული იყო გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) რეგიონალური კოორდინატორების (ირაკლი მიქელაძე - აჭარა და მაია კოდუა - სამეგრელო) კომენტარებზე და მათ მიერვე მიწოდებულ მასალებზე.
როგორც იცით, კოლხური ბზის ხმობა გამოწვეულია ახალი მავნებელი მწერის, ბზის ალურას საქართველოში შემოსვლით და ამის გამო ამ ენდემურ მცენარეს ფაქტობრივად განადგურება ემუქრება.
CENN თავიდანვე ჩართულია აღნიშნული ურთულესი პრობლემის გადაჭრის საქმეში და ორგანიზაციის რეგონალური კოორდინტორების დახმარებით საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტები მავნებლის წინააღმდეგ მთელს რიგს პრევენციულ ღონისძიებებს აწარმოებენ.
GDS-ზე გასული სიუჟეტი შეგიძლაით ნახოთ ამ ბმულზე:
http://www.myvideo.ge/?video_id=2639311