სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით, პროექტის - „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა სატყეო დარგში არსებული მიღწევები, გამოწვევები და პრიორიტეტები, რომელიც წარადგინეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სატყეო პოლიტიკის სამსახურის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსა და თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა; აგრეთვე განხილულ იქნა კოორდინაციის კონკრეტული მექანიზმები - სახელმწიფო, სამეცნიერო და სამოქალაქო სექტორის, საქართველოს რეგიონებისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით.
შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სატყეო სექტორში არსებული მიღწევები, გამოწვევები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა ორგანიზებული იყო CENN-ის მიერ, "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.