გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, სამართალდამრღვევი სოფელ წაბლარასხევის ტერიტორიაზე ახდენდა წიფლის ჯიშის სამასალე მორის ტრანსპორტირებას.
სამართალდამრღვევს ჩამოერთვა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ასევე, დაანგარიშდა გარემოსთვის მიყენებული ზიანი.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს.