სიახლე – CENN–ის საინფორმაციო ბანერები სტორის ხეობაში

ჩვენი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია რომ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) პროექტის “ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში” ს საპილოტე პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონში მდინარე სტორის ხეობაში სვიანას რეკრეაციული ზონის ტერიტორიაზე მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა რომელიც მოიცავს მაგიდებს, სკამებს და ცეცხლის დასანთებ ადგილებს. ამა წლის 14 სექტემბერს, სვიანას რეკრეაციულის მიმდებარე ტერიტორიაზე და სოფელ ლეჩურის სიახლოვეს ორი საინფორმაციო ბანერი დამონტაჟდა რომლის ფუნქციაა, ვიზიტორების ონფორმირება ტერიტორიაზე მოქცევის წესების შესახებ, ასევე არის ერთვარი მიმართვა–მოწოდება, რათა არ მოხდეს ტერიტორიის დანაგვიანება. პროექტის „ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში“ მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) საპილოტე პროექტის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR)-ის მხარდაჭერითა და კონტრიბუციით. პროექტის "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში" მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) stori