ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის პარტნიორი - FAO Georgia - ეკოკლუბებს გთავაზობთ კონკურსს: თევზის მოშენება - სოფლის მეურნეობის ახალი მიმართულება.
წლევანდელი დავალება სატბორე მეურნეობების შესახებ იქნება.
გაიცანით ფერმერები, დააკვირდით მათ მუშაობას, დაუსვით კითხვები; ეწვიეთ სატბორე მეურნეობებს მომზადებული და ფერმერების მითითებითა და წესების დაცვით, დააკვირდით თევზების ქცევას; თუ შესაძლებელი იქნება, თქვენი მოკვლევის პერიოდში გადაიღეთ ფოტოები, ჩაინიშნეთ ინფორმაცია და შემდეგ მოგვიყევით, რა ისწავლეთ.
ეკოკლუბს შეუძლია შეასრულოს და გამოგზავნოს ერთი, ან რამდენიმე თემატური მასალა. თითოეულ სრულყოფილად შევსებულ დავალებაზე, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში დაიმსახურებს 40 ნერგს.
კონკურსის ფინალში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) გამოავლენს 2 გამარჯვებულ გუნდს, რომლებსაც დააჯილდოებს საჩუქრებით.
NAITS-ს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
ქვეკონკურსის დავალებები და წესები იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით.