GLOBE-ის საპილოტე ინიციატივა, რომელში ჩართვა ნებისმიერ სკოლას შეუძლია

რა არის GLOBE? 

 

GLOBE საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია სამეცნიერო წიგნიერების ხელშეწყობასა და გარემოსდაცვითი საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს შორის კავშირების დამყარებაზე. GLOBE-ის სკოლები იკვლევენ და სწავლობენ დედამიწის სხვადასხვა სისტემას საკუთარი კვლევითი პროექტების მეშვეობით და NASA-ს ხელმძღვანელობით.



როგორ უნდა ჩავერთოთ GLOBE-ში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში?

 

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში დავიწყეთ საპილოტე ინიციატივა, ითარგმნა ორი პროტოკოლი - ვეგეტატიური ზრდასა და ვეგეტატიური ზრდის დასრულებაზე დაკვირვებისთვის, რომელთა შესრულებაც შეიძლება იყოს თქვენი ერთ-ერთი აქტივობა პრემიის ფარგლებში. 

 

პროტოკოლებთან ერთად პროგრამის განმავლობაში მიმდინარეობს და იმართება სხვადასხვა კამპანიები, ვებინარები, ინიციატივები და პროექტები. აქტიური ქვეყნებს კი თავადაც შეუძლიათ პროექტების წარდგენა და განხორციელება. 

 

რა შემთხვევაში და როგორ შეფასდება აქტივობა? 

 

იმისათვის, რომ აქტივობა შეფასდეს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში შესაბამისი ნერგით, საჭიროა, თითოეულ შერჩეულ სახეობაზე, ვეგეტატიური ზრდისა და ვეგეტატირი ზრდის დასასრულის პროტოკოლებიდან ერთ-ერთი მაინც იყოს სრულად შევსებული (დაკვირვების მინიმალური ვადა არის 1 თვე). 

 

აღნიშნული პროტოკოლ(ებ)ის შევსებისა და გამოგზავნის შემდეგ, ეკოკლუბი შეფასდება აქტივობის შესაბამისი ნერგით (30 ქულა).

 

GLOBE-ის პროტოკოლებისა და ინიციატივასთან დაკავშირებული მასალების ჩამოტვირთვა შეგიძლია შემდეგი ბმულიდან : https://drive.google.com/drive/folders/1URRCOL0CzdUD81Gv3VtcnWt17jzxML4N?usp=sharing