მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ კურსი უკვე ხელმისაწვდომია

მოხარული ვართ, გაცნობოთ CENN-ის პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის - მხარდაჭერით განხორციელებული საინტერესო ინიციატივის შესახებ.

 

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში,  ჩვენს ორგანიზაციას შესაძლებლობა ჰქონდა მცირე გრანტები გაეცა ახალგაზრდებში მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ პროექტებზე. 

 

წელს გამარჯვებული ონლაინ პლატფორმა kentsero.ge გახდა და მცირე გრანტის ფარგლებში მოამზადა ქართველი ექსპერტების საინფორმაციო სესიების სერია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. მომხსენებლებს შორის CENN-ის თანამშრომელი, გვანცა აქიაშვილიც იყო.

 

კურსი ეხებოდა მდგრადი განვითარების მიზნებს და მოიცავდა : 

• მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობა და ძირითადი პრინციპები

• მდგრადი განვითარების მიზნები და გარემოს დაცვა

• რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების ცოდნა

• მე-5 მიზანი - გენდერული თანასწორობა

• მე-6 მიზანი - სუფთა წყალი და სანიტარია

• მე-11 მიზანი - მდგრადი ქალაქები და დასახლებები

• მე-13 მიზანი - კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები

• მე-14 მიზანი - ოკეანესა და ზღვის რესურსები

• მე-15 მიზანი - დედამიწის ეკოსისტემები

• მე-17 მიზანი - პარტნიორობა მიზნების მისაღწევად და სექტორული თანამშრომლობა

• მდგრადი განვითარების მიზნები და ახალგაზრდების ჩართულობა

 

პლატფორმა "კენწეროს" 170 000-ზე მეტი ვიზიტორი და 28 000-ზე მეტი უნიკალური

მომხმარებელი ჰყავს.

 

გაეცანით სრულ კურსს აქ : https://bit.ly/3Vk8PEm 

კურსი უფასოა და ხელმისაწვდომია "კენწეროს" ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდგომ.