კავკასიის ეკორეგიონის სტრუქტურა - კორიდორები და საიტები

 

კავკასიის ეკორეგიონის სტრუქტურა - კორიდორები და საიტები

წინა სტატიაში ვისაუბრეთ ეკორეგიონებისა და ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილების საჭიროებებისა და იდენტიფიცირების მეთოდოლოგიაზეაღინიშნა, რომ ცხელი წერტილები წარმოადგენენ კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონებში არსებული ეკორეგიონების ერთობლიობას, რომლებსაც, სხვადასხვა მიზეზების გამო, გლობალურად მნიშვნელოვანი კონსერვაციული ღირებულება აქვთ. ერთ-ერთი ასეთი ცხელი წერტილი კავკასიაა, რომელიც იმდენად მთლიანია თავისი ბუნებრივი სტრუქტურით, რომ ეკორეგიონადაც კი განიხილავენ.

კავკასიის ეკორეგიონი მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიას (დიდი კავკასიონის წყალგამყოფი ქედიდან ჩრდილოეთით, კუმა-მანიჩის ღრმულამდე), სამხრეთ კავკასიას (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს (შავი ზღვის სანაპირო და პონტოს ქედის შავი ზღვისკენ მიქცეული ფერდობები, სომხეთის მთიანეთის ჩრდილოეთი ნაწილი) და ირანის ჩრდილოდასავლეთს (კასპიის ზღვის სანაპირო და ელბურსის მთების კასპიის ზღვისკენ მიქცეული ფერდობები). კავკასიის ეკორეგიონი ბიოლოგიურად და ლანდშაფტურად საკმაოდ მრავალფეროვანია. ამიტომ, რეგიონის შიდა სტრუქტურა საკმაოდ კომპლექსურია და მოიცავს კორიდორებისა და საიტების სისტემას.

1. კავკასიის ეკორეგიონი და ცხელი წერტილი

 

იმ ვერსიიის მიხედვით, რომლითაც უმეტესად ხელმძღვანელობენ, საქართველოს ტერიტორია მთლიანად ეკუთვნის ამ ეკორეგიონს და ცხელ წერტილს. საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილია 4 კორიდორი და მასში შემავალი საიტები:

1. დიდი კავკასიონის კორიდორი - მისი ფართობი 4.68 მილიონი ჰექტარია. საქართველოს ტერიტორიიდან მასში 16 საიტია შესული

2. დასავლეთ მცირე კავკასიონის კორიდორი - მოიცავს 2.99 მილიონ ჰექტარს; საქართველოს ტერიტორიიდან  მასში 19 საიტია შესული

3. ჯავახეთის კორიდორი - ზოგჯერ ანატოლიაირანის რეგიონს აკუთვნებენ; მისი ფართობი 0.44 მილიონი ჰექტარია. მასში 7 საიტია შესული (საქართველოს ტერიტორიაზე)

4. იორი მინგეჩაურის კორიდორი - 0.97 მილიონი ჰექტარი; მასში 4 საიტია შესული (საქართველოს ტერიტორიაზე).

თითოეული კორიდორი ხასიათდება მდიდარი ბიომრავალფეროვნებით და პრობლემების მთელი სპექტრით