მარადმწვანე კოლხური ბზა
ავტორი: ნათია ხულუზაური (National Geographic)
ფოტო: ydalima perspectalis-ის მუხლუხი იმერეთში, ტყიბულთან ახლოს, შიშველ ბზის ხეებზე შემორჩენილ უკანასკნელ მწვანე ფოთლებს შეექცევა, სანამ დაჭუპრდება და შემდეგ ალურად გადაიქცევა. 2018 წლის დასაწყისში, დასავლეთ საქართველოს ველური ბზის კორომებში, მწვანე ფოთლები თითქმის არ გვინახავს – ბზა მთლიანად ჩაიყლაპა.
დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლებსაც რეფუგიუმებს უწოდებენ, ეს ის ადგილებია, სადაც სახეობა ან ცოცხალ არსებათა ჯგუფი გადარჩა არახელსაყრელ გეოლოგიურ პერიოდში. ასე გადაურჩა 15 ათასი წლის წინანდელ გამყინვარებას კავკასიის რეფუგიუმში მარადმწვანე მცენარე – ბზა, რომელსაც გადარჩენის ადგილის მიხედვით, კოლხური ბზა (Buxus colchica) უწოდეს.
გასაკვირიც არაა, რომ ეს მარადმწვანე ხე ან ბუჩქი, რომელიც, დაახლოებით, 600 წელიწადი ცოცხლობს და უკანასკნელი 30-40 მილიონი წლის განმავლობაში მცირედ თუ შეიცვალა, ქართველებმა მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ აირჩიეს და საქართველოში მართლმადიდებლები იერუსალიმად შესვლის აღსანიშნავად უხილავ ქრისტეს სწორედ ბზის ტოტებს უფენენ პალმის რტოების ნაცვლად.
ბზობის დღესასწაულზე საითაც უნდა გავიხედოთ, ბზას ვხედავთ, ის ყოველთვის არის და არის ძალიან ბევრი. ბზა თითქოს ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია და, შესაბამისად, როდესაც იგებ, რომ შეიძლება სულ მალე ის გადაშენდეს, დაჯერება გიჭირს.
განაგრძეთ კითხვა:
http://www.nationalgeographic.ge/wm.php?page=magazine2&id=700&fotocat=646