თხილნარელმა ეკოკლუბელებმა მდინარე ბოლოყოს სანაპირო მეხუთედ დაასუფთავეს

აჭარაში, მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა და მეოთხეკლასელებმა ერთობლივად დაგეგმეს მდინარე ბოლოყოს მომდევნო სანაპირო ზოლის  დასუფთავება. ეკოკლუბის წევრებმა მდინარე ბოლოყოს დასუფთავების აქცია მეხუთედ მოაწყვეს. ყოველი აქციის დროს ასუფთავებენ მდინარის 80-100 მეტრიან ზოლს.

სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებმა დაათვალიერეს მდინარის სანაპირო ზოლი და აღმოაჩინეს თვითნებური ნაგავსაყრელები. შემდეგ შექმნეს სოფლის და მდინარის ტოპოგრაფიული რუკა, სადაც მინიშნეს თვითნებური ნაგავსაყრელები და გააგრძელეს გარემოსდაცვითი აქტივობები.  მდინარე ბოლოყოს დასაცავად. ყოველი დასუფთავების შემდეგ დასუფთავებული ტერიტორიებს ინიშნავდნენ ტოპოგრაფიულ რუკაზე და სახავდნენ მიზანს შემდეგი სანაპირო ზოლის დასასუფთავებლად.

მორიგი აქციის დროს ეკოკლუბის წევრებმა დაამზადეს გამაფრთხილებელი აბრები და განათავსეს მდინარის ნაპირებთან, ის სადაც მაღალი ალბათობა იყო ისევ გაჩენილიყი თვითნებური ნაგავსაყრელები. მოსწავლეებმა მოახდინეს შეგროვილი ნარჩენის სეპარირება და განათავსეს სეპარირების ურნებში.

თხილნარელმა ეკოკლუბელებმა ჩაატარეს გარემოსდაცვითი კომპლექსური სამუშაოები და დაასუფთავეს მდინარის დაახლოებით უკვე 500 მეტრიანი სანაპირო ზოლი. შემდეგ კვლავ შექმნეს ტოპოგრაფიული რუკა, სადაც დააფიქსირეს თვითნებური ნაგავსაყრელები, დაამზადეს აბრები მდინარის დამცავი სლოგანებით და განათავსეს თვითნებური ნაგავსაყრელების ადგილებში.