თბილისელმა ეკოკლუბელებმა "კათარზისში" მოხალისეობრივად იმუშავეს (ვიდეო)

თბილისის კომაროვის სკოლა-პანსიონის ეკოკლუბ ,,Young Roots"-ის წევრები გურამ გურგენიძე, ალი ფართლი, ვასილ კახნიაშვილი, დავით არსენაშვილი, მარიამ ბლაგიძე, საბა სიჭინავა და პედაგოგი ანი მალიძე ესტუმრნენ თბილისში, მარჯანიშვილის გამზირზე არსებულ სოციალურ ორგანიზაცია "კათარზისს".

ეკოკლუბელებმა აქტივობაში ასევე ჩართეს მოხალისეები. ეკოკლუბის თითოეულმა წევრმა მიიღო მონაწილეობა მოხალისეობრივ სამუშაოში ერთი დღის განმავლობაში.

უპირველეს ყოვლისა გაიცნეს იქაური სივრცე და შეუდგნენ საქმის კეთებას. ეხმარებოდნენ მათ სხვადასხვა საქმეებში, როგორებიცაა: საკვების მიტანა, მომსახურეობა, დახმარება და ა.შ. "კათარზისში" ანუ იგივე "სათნოების სახლში" ღია კარის დღე იყო 9 მაისთან დაკავშირებით.