რა არის ენერგოეფექტურობა?

ქუთაისის N13 საჯარო სკოლის ეკოკლუბელების ინიციატივით,  სკოლის ფოიეში მოხდა ენერგოეფექტური სახლების მაკეტების გამოფენა. ეს იდეა განსაკუთრებით საინტერესო იყო სკოლის მეექვსეკლასელებისთვის.

მოსწავლეებმა ჯერ მოიპოვეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არის ენერგოეფექტურობა, რა მასალები გამოუყენება ენერგოეფექტური სახლების ასაშენებლად, რამდენად ძვირი ღირს ასეთი სახლების აშენება და არის თუ არა ასეთი სახლები ჯამრთელობისათვის უვნებელი.

მოძიებული მასალებით შეიქმნა კედლის გაზეთები, სადაც დატანილი იქნა ყველა საინტერესო ინფორმაცია. მოსწავლეებმა გააკეთეს მათი ნაშრომების პრეზენტაცია. გარდა ამისა, მოსწავლეებმა მოიძიეს სათანადო რესურსები და შექმნეს ენერგოეფექტური სახლების მაკეტები. 

ბავშვები დიდი მონდომებით და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებას და შედეგიც შთამბეჭდავი გამოუვიდათ.