მარნეულელმა ეკოკლუბელებმა მდინარე ალგეთის კალაპოტი დაასუფთავეს

22 მარტს წყლის რესურსებისდაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნებოდა. მარნეულის N2 სკოლის სამოქალაქო და ეკოკლუბის წევრებმა გამაფრთხილებელი აქცია მოაწყეს მდინარე ალგეთის კალაპოტის დაცვის მიზნით. კოკლუბის წევრებმა, ამის შემდეგ პირველ მასშტაბურ დასუფთავების აქციას გაუწიეს ორგანიზება.

30 მარტს, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის 20-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბის წევრებმა დაასუფთავეს მდინარე ალგეთის კალაპოტის ძალიან მცირე მცირე მონაკვეთი (დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი). დასუფთავების აქციისთვის საჭირო ინვენტარი ეკოკლუბელებს გადაეცათ USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.ამ ადგილას მოსახლეობა ნაგავს პირდაპირ მდინარეში ყრის. დასუფთავების დროს ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ ნაგვის ურნები გზის მოპირდაპირე მხარეს დგას ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოსახლეობა "ახლო სანაგვეს" არჩევს.

მოსწავლეები თხოვნით მიმართავენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ შეისწავლონ ადგილზე არსებული მძიმე ვითარება და განათავსონ დამატებითი ურნები.