მაკულატურის შეგროვების მასშტაბური აქცია სურამის N4 სკოლაში

18 მარტი ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის  მუნიციპალიტეტის დაბა  სურამის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩაატარეს შეხვედრა რომლის მიზანი იყო:

ნარჩენების მიერ გამოწვეული პრობლემების გააზრება;

ნარჩენების ეფექტიანი მართვის მნიშვნელობის გაცნობა;

ნარჩენების მართვის საკითხის, როგორც გლობალური გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური მსოფლიო პრობლემების გაცნობიერება;

ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური სარგებელის გააზრება.

მოსწავლეებმა შეხვედრაზე  მიზნად დაისახეს მაკულატურის შეგროვება სკოლაში და მისი ჩაბარება გადასამუშავებლად. აქტივობაში ჩართული იყო მთელი სკოლის მოსწავლეები, მათ შორის სსსმ მოსწავლეებიც, რომლებმაც სახლიდან მოიტანეს გამოუსადეგარი ქაღალდები, ძველი წიგნები და ეს ყველაფერი ჩააბარეს სათანადო ორგანზაციას.