ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლის კვლევა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით

ქალაქ ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" ეკოკლუბ " მწვანე პროგრესის" ინიციატივით, საბუნებისმეტყველო კათედრასთან ინტეგრირებით კვლევითი პროექტი დაიგეგმა. კვლევა განხორციელდა თემაზე  “ ნარჩენების მართვა“. კითხვარი ეკოკლუბის წევრებმა მოამზადეს word და  google form, შემდეგ ამობეჭდეს, დაარიგეს მოსწავლეებთან. ასევე სკოლაში არსებობს კორპორაციული მაილების სისტემა, ამიტომ ქაღალდის დაზოგვის მიზნით ელექტრონულად ჩაუშვეს სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების მაილებზე,  მშობლების მიერ შევსებულ კითხვარებს, კვლევის შედეგების დადგენის შემდეგ ჩააგდებენ მაკულატურის ყუთებში.

კვლევითი პროექტის მიზანია მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების ინფორმირებულობა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.

 

როგორ მოქმედებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოზე და ადამიანის ჯანმთელობაზე?

 

სახლში ან სკოლაში თუ შეგიგროვებია მაკულატურა?

 

რა რაოდენობის იყო შენს მიერ შეგროვებული მაკულატურა?

 

გსმენია თუ არა ნარჩენების დახარისხების შესახებ?

 

ახარისხებ თუ არა  ნარჩენებს  შენ ოჯახში და თავად თუ მონაწილეობ ამ პროცესში?

 

 

ქუჩაში ნაგვის დაყრის ფაქტს მისცემთ თუ არა შენიშვნას?

 

 

ხომ არ გსმენია რაიმე მეორეულად გამოყენებული საგნების შესახებ?

 

 

შენ თვითონ ხომ არ დაგიმზადებია რამე?

 

 

აწონე შენს ოჯახში რა რაოდენობის საკვების ნარჩენი დაგროვდება ერთი დღის მანძილზე, მიღებული მონაცემი ჩაწერე გასწვრივ ველში.

 

საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების პროცესში თუ აკვირდები საგანზე გამოსახულ გამაფრთხილებელ ნიშანს?

 

გამოკითხვის ბმული: კვლევითი პროექტი (google.com)