თბილისელი ეკოკლუბელები დიღმის ჭალების სისუფთავეზე ზრუნავენ

18 მარტს, თბილისის 169-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბი შეურთდა მასშტაბურ დასუფთავების აქციას დიღმის ჭალებში, რომელიც დააორგანიზა "დიღმის ჭალების გარემოსდაცვითმა მუზეუმმა". დაგეგმილი იყო ალვების ხეივნისკარიერებისა და ტბების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება. დასუფთავების აქციაზე ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. იყვნენ თბილისის სკოლების ეკოკლუბები, სხვადასხვა ორგანიზაციები და კერძო პირები.

ცნობილია თუ რა სავალალო მდგომარეობაა დიღმის ჭალებში და იქ რამდენად ბევრი ნარჩენია. ყველაზე ჭარბად წარმოდგენილი იყო სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს დაეხარისხებინათ ნარჩენები და ისე მოეგროვებინათ. პლასტმასის ბოთლები ცალკე მოაგროვეს, ცალკე შეაგროვეს ალუმინის ქილები და შუშის ბოთლები, ცალკე აგროვებდნენ ასევე იმ  ნარჩენს, რომელიც გამოუსადეგარი იყო რესურსად შემდგომი გადამუშავებისათვის.

დასუფთავების აქციაში თბილისის 169-ე სკოლის პედაგოგთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ეკოკლუბელები: გიორგი კრასოვსკი, მარიამ აბურჯანია, მარიამ მესხი და მარიამ ჯანიაშვილი.