ხვანჭკარას სკოლის ეკოკლუბმა მიტოვებული ეკლესია დაასუფთავა

რაჭაში, სოფელ ხვანჭკარას სკოლის ეკოკლუბის წევრებმა (ხატია ფრუიძე, ნუნუა არსენიძე, გიორგი ჭარბაძე, მარიამ აივაზოვი, ლიზი ჭოხონელიძე, ნიკა მეტონიძე, გიორგი ჭარბაძე, გვანცა ნემსიწვერიძე) და მასწავლებლებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ ლაშქრობა და გაესუფთავებინათ ადგილობრივი სალოცავის -  "საღვთოს" ტერიტორია.

ეკოკლუბელები სალაშქროდ დილით ადრე გაემართნენ. კაფავდნენ ეკლაბარდებს და ისე მიიკვლევდნენ გზას. სალოცავიც ეკლაბარდით იყო დაფარული. ამიტომ, ხვანჭკარას სკოლის მოსწავლეებმა პირველ რიგში გზა და სალოცავის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

ამის შემდეგ გადაინაცვლეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომლის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ტაძარიც დაასუფთავეს და გაწმინდეს ეკალბარდებისაგან.

ლაშქრობა პიკნიკით დასრულდა.