"თეთრი ტყე" დაბა ლაითურის სკოლაში

 

გურიაში, დაბა ლაითურის საჯარო სკოლის I-ა კლასის მოსწავლეებმა, საკლასო ოთახი საახალწლოდ განსაკუთრებულად გაალამაზეს საკუთარი შემოქმედებით. წარმოადგინეს ნახატები, აგრეთვე ულამაზესი მაკეტები სახელწოდებით ,,თეთრი ტყე". მაკეტები შექმნეს უსარგებლო ნივთების გამოყენებით. მათ ეხმარებოდნენ ეკოკლუბ "მწვანე თაობა”-ს წევრები.

ეკოკლუბელების მიზანი იყო ეჩვენებინათ თუ რა შეიძლება გაკეთდეს უარგისი ნივთებით. მათ უნდოდათ სკოლის მოსწავლეებისათვის და საზოგადოებისთვის აუხსნათ, რომ  უარგისი და გამოუყენებელი ნივთებისგან შეგვიძლია დავამზადოთ ბევრი სახალისო ნივთი და ასევე შევქმნათ ხელოვნების ნიმუშები. ამ გზით შევამცირებთ ნარჩენს და ვიცავთ ბუნებას დაბინძურებისგან.

პირველი კლასის მოსწავლეებმა შეძლეს თანატოლებისთვის და ასევე უფროსკლასელებისთვის  წარედგინათ მათი ნამუშევრები. ისაუბრეს მზადების პროცესზე და აღნიშნეს, რომ ეს ძალიან საინტერესო იყო. მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს საკლასო ოთახში და მოაწყვეს პრეზენტაცია, რომელსაც ეკოკლუბელები და ასევე კლასის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.