დასუფთავების კვირეული მარტვილის სოფელ სალხინოში

ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,სალხინოს'' წევრებმა ხელმძღვანელ თამარ გულორდავასთან ერთად სკოლაში დაგეგმეს დასუფთავების კვირეული და მოუწოდეს სხვადასხვა კლასის მონაწილეებს დაესუფთავებინათ სკოლის მიმდებარე რამდენიმე ობიექტი: სკოლის ეზო, საბავშო ბაღის შენობა, ასევე სკოლის მიმდებარედ არსებული სოფლის კულტურის სახლი და სოფლის ცენტრი - ე.წ ჭადრების ხეივანი.

ამ აქციაში ეკოკლუბის წევრების გარდა აქტიურად  ჩაერთო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებიც. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ცნობიერების ამაღლებას და მოსწავლეებში ნარჩენების შესაბამის ურნებში ჩაგდების კულტურის დანერგვას, ვინაიდან საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის მოსწავლეები მათ მიერ მოხმარებულ ნივთებს ქუჩაში ყრიან.

 

ეკოკლუბელებმა გამოთქვეს სურვილი, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უფრო ფართომაშტაბიანი ღონისძიებებიც განახორციელონ. სკოლის დირექცია ამ საქმეში ეკოკლუბის წევრებს მხარდაჭერას დაჰპირდა.