ჩხოროწყუს N1 სკოლაში შიდსის საერთაშორისო დღე აღინიშნა

1 დეკემბერს, ქალაქ ჩხოროწყუს N1 სკოლის ეკოკლუბ "მწვანე სამყაროს“ ინიციატივით სკოლაში აივ ინფექციის, შიდსის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კლუბ „ბიო“-ს (ხელმძღვანელი ჯულიეტა ცობეხია) და სკოლის  თვითმმართველობის წევრებმა. ღონისძიებაში მონაწილეებს აივ ინფექციის შესახებ  ესაუბრა სკოლის ექიმი ია ჩიქოვანი.

აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია გააკეთეს: მეგი ჯალაღონია- მე-10 კლასი, ემი წურწუმია- მე-9 კლასი, მარიამ ჭანტურია, ანა ცირდავა, ანი ფირცხელავა, ნინო ცირდავა-მე-7 კლასი, მათე ფირცხელავა, ანასტასია დარსალია, თიკო ჯალაღონია, ანანო ჩიქობავა- მე-8 კლასი. აღნიშნულ თემაზე ნახატები წარმოადგინეს: გიორგი ჭეჟია- მე-8 კლასი, ნიკოლოზ ფაცაცია, ნინო კვარაცხელია - მე-10 კლასი, ქეთევან ფაცაცია - მე-11 კლასი. ღონისძიებას უძღვებოდა მეგი თოლორდავა- მე-11 კლასი.

დასასრულს გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა გაავლეს პარალელი აივ ინფექციასა და კოვიდ -19-ს შორის. იმსჯელეს მათ შორის მსგავსება-განსხვავებაზე და პრევენციის გზებზე.  ღონისძიების შემდეგ მონაწილეები დაიყვნენ  ჯგუფებად და ქალაქის ქუჩებში ჩაატარეს გამოკითხვა, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა მოსახლეობას ამ დაავადების შესახებ და ცნობიერების ამაღლების მიზნით ბუკლეტები დაარიგეს.