დასუფთავების აქცია ზუგდიდის სოფელ ურთის სკოლაში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ჯეგეთას'' წევრებმა ნიკო კეცხოველის ახალ კონკურსის ფარგლებში მოაწყვეს დასუფთავების აქცია, რომელიც გაეროს კონვენციისა და მდგრადი განვითარების N15 მიზანს "დედამიწის ეკოსისტემებს'' შეესაბამებოდა.

ურთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ჯეგეთამ'' დაიწყო დასუფთავების აქტივობების ჩატარება სკოლის ფარგლებში. ეკოკლუბელებმა დიდი დასვენების დროს დაიხმარეს დაწყებითი კლასის მოსწავლეები, რომლებიც მათი სურვილის შესაბამისად და დაეხმარნენ ეკოკლუბელებს სკოლის მიმდებარე ტერიტორიი დასუფთავებაში.

ეკოკლუბის ლიდერი იკა ბოხუა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ესაუბრა ნიკო კეცხოველის კონკურსის შესახებ. ბავშვები ეკოკლუბელებს დაპირდნენ, რომ მომავალშიც დაეხმარებიან სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით აქციებში.