დასუფთავების აქცია წალკის სოფელ გუმბათში

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა დედამიწის  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების ქცია მოაწყო. აქციის მიზანი იყო არა მარტო დასუფთავება, არამედ მოსახლეობის ჩართულობაც და ამ გზით მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

აქციაში ჩაერთო მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. დაასუფთავეს სოფლის მიმდებარე ტერიტორიებიც, მდინარეების ნაპირები, მინდვრები, გააუქმეს ნაგავსაყრელები. ეკოკლუბს მუნიციპალიტეტი დაეხმარა ნაგვის გატანაში, ხოლო პირბადეებით, ხელთათმანებითა და პარკებით  წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფიც დაეხმარა. 

სოფელ გუმბათის სკოლის ეკოკლუბი ხშირად აწყობს დასუფთავების აქციებს, მაგრამ უკანასკნელი აქცია მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მთელი სოფელი იყო ჩართული. მოსწავლეები გადანაწილდნენ ჯგუფებად, დაინაწილეს უბნები, ჯგუფებმა თავიანთი უბნები დაასუფთავეს და გადაწყვიტეს, რომ  მომავალშიც უნდა იმუშაონ იმაზე, რომ ამ უბნებიდან ნაგავი აღარ გაიტანონ ნაგავსაყრელებსა და მდინარის ნაპირებზე. მომავლისათვის ეკოკლუბი მეზობელ სკოლებთან თანამშრომლობასა და გარემოსადაცვით აქციებში მათ ჩართვას გეგმავს.