საჩხერის სოფელ მახათაურის სკოლაში მეორადი ნივთებისგან სააღდგომო დეკორაციები დაამზადეს

ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში ჩართულ მოსწავლეთა ინიციატივით, საჩხერის სოფელ მახათაურის სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო დეკორაციების დამზადების აქცია და გამოფენა-გაყიდვა.

დეკორაციების დამზადებაში ჩართული იყვნენ ხელოვნებისა და სამოქალაქო კლუბის წევრები. მოსწავლეებმა დეკორაციების დამზადების დროს გამოიყენეს მათ მიერ მოძიებული და შეგროვილი ნარჩენები (ფერადი ძაფები, პლასმასის ბოთლები, მეორადი ქაღალდი, თუნუქის მეორადი ქილები) მითითებულ ვადებში მოახდინეს დეკორაციების დამზადება და სკოლის თვალსაჩინო ადგილზე გამოფენა.

აღნიშნულმა დეკორაციებმა მასწავლებელთა მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეებს გაუჩნდათ მოტივაცია რათა კიდევ მოიფიქრონ და მოაწყონ ახალი გამოფენა, სადაც გამოყენებული იქნება ნარჩენები სხვადასხვა ნივთის დასამზადებლად.