სემინარი ქართული კულტურის შესახებ რუსთავის N9 სკოლაში

დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ რუსთავის მე-9 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,EcoTopia''-ს წევრები, რეგულარულად ატარებენ სემინარებს სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან საინტერესო თემებზე. ერთ-ერთი ასეთი სემინარი ჩატარდა ეკოკლუბის წევრის, დავით მიქავას მიერ საქართველოს მატერიალური და სულიერი კულტურის შესახებ, რომლის მთავარი მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს კულტურისა და მისი ეთნოგრაფიული ისტორიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მოსწავლეებმა გაიგეს, რომ საქართველი დიდი კულტურისა და ისტორიის მატარებელი სახელმწიფოა. მომხსენებელმა მიაწოდა ინფორმაცია ქართული ხალხური მუსიკისა და ცეკვის, ქართული ტრადიციული კერძების და ერთ-ერთი ძირითადი ნაწილის, ქართული ტრადიციული სამოსის შესახებ.

პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. მოეწყო დისკუსია საქართველოს კულტურაზე, ქართველი ერის სტუმართმასპინძლობაზე და სუფრის ტრადიციებზე.