"გადავარჩინოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები"

5 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სკოლაში ზოონოზურ დაავადებებზე სასაუბროდ მოაწყვეს შეხვედრა სოფლის ვეტერინართან მარიან კასაბურთან. შეხვედრაზე მოსულმა სტუმარმა ისაუბრა სოფელში გავრცელებულ ცხოველთა დაავადებებზე: ჯილეხზე, ბრუცელიოზზე, ცოფზე და თურქულზე.

პრეზენტატორმა მსმენელებს გააცნო დაავადებების სიმპტომები და მათი მკურნალობის მეთოდები. ისაუბრა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისეთი დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, რომელთა მკურნალობაც შეუძლებელია. დამსწრე საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები ვაქცინაციის პერიოდულობის შესახებ, ცხოველთა ასაკის შესახებ, ბავშვები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სოფელში მცხოვრებ მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაციის შესაძლებლობის შესახებ. ვეტერინარმა ყველა კითხვას უპასუხა და გამოთქვა კლუბის წევრებთან თანამშრომლობის სურვილი.

კლუბ "ბაზისის" წევრებმა ინტერნეტში მოიძეს ინფორმაცია აღნიშნულ დაავადებების შესახებ და შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტი "გადავარჩინოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები". ბუკლეტში საჭირო ინფორმაციას ცხოველთა დაავადებებზე, მათ სიმპტომებებზე და მკურნალობებზე დაურთეს დაავადებული ცხოველთა სურათები. დაამზადეს ასი ცალი ბუკლეტი და 6 აპრილს გაავრცელეს თემში. სოფლის მოსახლეობა მოწონებით შეხვდა მოსწავლეთა აქტივობას და მადლობა გადაუხადეს ბავშვებს.